„შემოდგომა საქართველოში“ - შთამბეჭდავი ღონისძიება რუსთავის N20 საჯარო სკოლაში
05-12-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელმა მაია ციცქიშვილმა და მუსიკის პედაგოგმა მარინა სიხუაშვილმა წამოადგინეს ღონისძიება - „შემოდგომა საქართველოში“.

ბავშვებმა მხატრულად წაიკითხეს გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები, გააცოცხლეს გმირები. იმღერეს სხვადასხვა კომპოზიტორების სიმღერები.

წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას - „ზაფხულს ეძინა“, რევაზ ინანიშვილის - „შემოდგომის დღე“, იოსებ ნონეშვილის - „შემოდგომა თბილისში“, შოთა ნიშნიანიძისა და მუხრან მაჭავარიანის ლექსები, გამოცანები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203