გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება 
05-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მოსწავლეები ასეთი ტიპის დავალებებს ხალისითა და დიდი შემართებით ასრულებენ და შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან. 

ამის ნათელი მაგალითია მე-4 კლასელთა შესრულებული კომპლექსური დავალება თემაზე - „წყლის აორთქლება, წრებრუნვა“. დავალება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მე-4 კლასელებმა დაველებას ბრწყინვალედ გაართვეს თავი და საინტერესო ნამუშვრებიც შექმნეს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203