მლაშეს საჯარო სკოლაში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
05-12-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, იქ, დიდი ქართველი პოეტის - ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მასში მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები და მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მავრა სამხარაძე მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრება და შემოქმედება გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და ცოდნა გამოავლინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამომ სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203