ქუთაისის N32 სკოლის ინგლისური ენის კლუბის სიურპრიზი მასწავლებლებს
05-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. 

ამის ნათელი მაგალითია მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

სკოლის ინგლისური ენის კლუბმა - Beam With Books-მა წელსაც არ დააღრვია ტრადიცია და შეეცადა გაელამაზებინა დღე პედაგოგებისთვის.

მოსწავლეებმა აღნიშნეს მასწავლებელთა როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში და საყვარელ პედაგოგებს ვიდეორგოლი მიუძღვნეს.

„მასწავლებელი ხომ სკოლის მთავარი ღირსებაა!“ - ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203