„გზა წარმატებამდე“ - ქუთაისის N32 სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებმა საინტერესო გამოცდილება გაიზიარეს 
05-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.

მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „გზა წარმატებამდე“, რომლის ფარგლებშიც საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

ქუთაისის №32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებს პირველი ონლაინ ჩართვით უმასპინძლა აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურის სერვისების ლიცენზირებული მომსახურების პროვაიდერმა ჯორჯიის შტატში Licensed Immigration Assistance Provider in the State of Georgia  ზაზა არნანიაშვილმა.

საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სკოლაში ზაზა არნანიაშვილს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა, ბატონ ზაზას თანამშრომლობისთვის! შეხვედრა სასიამოვნოდ და მომავლის თანამშრომლობის პერსპექტივით დავასრულეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203