ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
05-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საგანმანათლებლო ღონისძიეიებით, რომელთა ინიციატორები არცთუ იშვიათად თავად მოსწავლეები არიან. 

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ახალი სხივი“ წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო კვირეულში, რომელიც დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. მათი ინიციატივით, სკოლაში ჩატარდა შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

თამაში ეძღვებოდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას განათლების სფეროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, ხარისხიანი განათლებისა და თანაბარი სწავლის შესაძლებლობის გავრცელება.

კითხვები მოიცავდა აგრეთვე შემდეგ საკითხებს: ილიას მიერ სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას,  ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ილიას საქმიანობას, რომელიც მოიცავდა სამართლიანობის, მშვიდობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას. 

ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშში სულ 3 გუნდი („თერგი“, „კვამლი“, „თერგდალეულები“)  ასპარეზობდა. ამათგან საუკეთესო შედეგები დადო გუნდმა „თერგდალეულები“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამარჯვებულებს მოგვიანებით გადაეცემათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203