
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ამჯერად კი, სკოლაში შიდასასკოლო შეჯიბრი ფრენბურთში ჩატარდა. მასში მე-7 - მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა:
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის მასწავლებელი პეტო მკოიანი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: