ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, მათი ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავენ.
სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ ახალგაზრდები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.
ამჯერად კი, მე-5ა კლასში გარემოსდაცვითი აქტივობა - „დავიცვათ ბუნება“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, გარემო დაასუფთავეს და კიდევ უფრო გაალამაზეს.
აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც ყველაზე კარგად მოსწავლეთა ჩართულობა მეტყველებდა.
იხილეთ ფოტოები: