„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დირექტორმა უნივერსიტეტის რექტორისგან წარმატებული ახალგაზრდების აღზრდისთვის მადლობის წერილი მიიღო
05-12-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულების მიღწევით ხშირად ამაყობენ. 

ახალგაზრდების მიღწევებში მათი ლომის წილი მიუძღვით. 

ამის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლის დირექტორმა - მამუკა მესხიშვილმა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორის - კახა შენგელიას სახელით, მადლობის წერილი მიიღო. 

როგორც წერილში ვკითხულობთ, კურსდამთავრებულებმა - სანდრო ფილაურმა და მარიამ ანსიანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს და ამასთან ერთად, IBSU-ის შიდა სასწავლო გრანტით ისარგებლებენ.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა - სანდრო ფილაურმა და მარიამ ანსიანმა მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება და ამასთან ერთად ისარგებლებენ IBSU-ის შიდა სასწავლო გრანტით. 

გულითად მადლობას მოგახსენებთ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მომზადებისთვის. 

მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მადლობა გადასცეთ ყველა პედაგოგს, ვინც წვლილი შეიტანა წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდაში“,- წერია კახა შენგელიას, შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორის წერილში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203