გარდაბნის N6 საჯარო სკოლას დირექტორი ანარ გუსეინოვი წარმატებით უძღვება, სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე სამაგალითოდ ზრუნავს და მოსწავლე-მასწავლებელთა წახალისებისა და მათი წარმატების წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს.
etaloni.ge-მ დირექტორს საპატიო დიპლომი მიანიჭა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა ანარ გუსეინოვს დიპლომი სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გადასცა.
აღსანიშნავია, რომ etaloni.ge წლის ბოლოს, ტრადიციულად, აჯამებს მიღწევებს და აღნიშნავს დირექტორთა წარმატებას. გარდაბნის N6 საჯარო სკოლა კი დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის, ცოდნის გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.