დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება 
05-12-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს, შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს. 

დირექტორმა - ბადრი გელაძემ ღონისძიება დადებითად შეაფასა და მოსწავლეთა გულწრფელი ემოციებით თავადაც გაიხარა. 

„ზღვა სიხარულითა და დატვირთული ემოციებით, გაბრწყინებული თვალებითა და უდიდესი მონდომებით, მოსწავლეთა და დაწყებითი კლასის აღმზრდელ-მასწავლებელთა აქტიური ხელმძღვანელობით გავაცილეთ ფერადი შემოდგომა.

გისურვებთ, რომ ყველა თქვენგანს მოგსწრებოდეთ მრავალი, მშვიდობიანი, ხალისიანი და ბარაქიანი შემოდგომა; ძვირფასო აღმზრდელებო! თქვენი ძალისხმევა არასოდეს მოჰკლებოდეთ ამ პატარა ვარსკვლავებს. მადლობა იმისათვის, რომ ყოველგვარი ძალისხმევით, ცდილობთ საამაყო თაობები აღზარდოთ და გააცილოთ ცხოვრების გზაზე!...“,- აღნიშნა დირექტორმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203