„ადრეული ქორწინება დანაშაულია“ - საციხურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია 
05-12-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ნუგზარ ბერიძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ადრეული ქორწინება დანაშაულია“. 

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების რისკებზე, უარყოფით მხარეებსა და პრევენციის გზებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203