
4 დეკემბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა. ამ გამორჩეულ თარიღს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა აბულაძის ხელმძრვანელობით ღონისძიება მიუძღვნეს.
მე-9 კლასელებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს. მოამზადეს პრეზენტაცია და შექმნეს საინტერესო პოსტერი.
მათ ასევე დიდი ქართველი პოეტის ცხორება გაიხსენეს, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი როლი ქართული რომანტიზმის ჩამოყალიბებაში.
4 დეკემბერს ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის და მწვერვალის, ევროპეიზმის შემომტანის ქართულ პოეზიაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 207 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: