ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები გადასცა
05-12-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ახალისებენ და ბავშვების ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

მოსწავლეებით სასწავლო შემართებით გამოირჩევიან და არაფორმალური განათლების პროექტებში ხალისით მონაწილეობენ და წარმატებაც სახეზეა. 

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით დაძლეული საქალაქო ტურის შემდგომ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ რეგიონულ ტურში იასპარეზეს.

სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა მოსწავლეთა მიღწევები აღნიშნა, ბავშვები წაახალისა და „ტვინების ბრძოლაში“ აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისათვის სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203