
ჭიათურის მუჯიცილაპიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეჯიბრი - „წიგნობანა“.
ღონისძიებას II -III კლასის დამრიგებლები - ფატი ბიწაძე და ნათია გოგოლაძე ხელმძღვანელობდნენ.
თამაში მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, ბავშვებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭერ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: