
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია თამაშით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მე-3 კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „მაღაზიობანა“.
მოსწავლეებმა ისწავლეს რომელი ნივთი სად იყიდება, მასწავლებელმა მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად გამოიყენა აქტივობა - „ვისწავლეთ თამაშით“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევა.
სასწავლო პროცესს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიან და კონსულტანტ მასწავლებელი თამილა კობიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.