ნოჯიხევის N1 სკოლის მე-5 კლასელმა გიგი გოროზიანმა ბერნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რეგიონალურ ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიმსახურა
05-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

მე-5 კლასელმა გიგი გოროზიანმა ბერნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რეგიონალურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 

რეგიონალური ტურნირი ბერნულ-რომაულ ჭიდაობაში (42 კგ), ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ორგანიზებით, სპორტის ოსტატისა და მწვრთნელის რომან გულიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ჩატარდა. 

ტურნირში აქტიურად იყო ჩართული ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე - გიგი გოროზიანი, რომელმაც დაიკავა მეორე ადგილი.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„მთელი სკოლა ულოცავს გიგის გამარჯვებას და უსურვებს ულევ წარმატებას მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203