
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასის მოსწავლეებს - ლიკა სიხარულიას, მარიამ სერგიასა და მათე ცირდავას კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს: ლიკა სიხარულიას, მარიამ სერგიას და მათე ცირდავას, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებას და ჯილდოს მიღებას. ულევი წარმატება მათ მომავალშიც!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: