ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის კულტურულ მრავალფეროვნებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს 
05-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.

ახლახან, ისტორიის მასწავლებლის - კარინე ჩოგანდარიანის ინიციატივით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა „ჩვენი საქართველოს“ საგნობრივი თემა - სამცხე-ჯავახეთი, შეაჯამეს. 

მათ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინეს სამცხე-ჯავახეთის კულტურული მრავალფეროვნება, ღირსშესანიშნაობები, სამზარეულო. ასევე საკუთარ მშობლებთან ჩაწერილი ინტერვიუები სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ.

ღონისძიება მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203