
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და სახალისოა. მოზარდების მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც ბავშვებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ.
28 ნოემბერს, ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - რუზანნა ხაჩატურიანმა მე-7ა კლასში ჩაატარა საინტერესო ღია გაკვეთილი თემაზე - „ქვის ხანა“. მოსწავლეემა პრეისტორიული ხანის ადამიანთა ყოფა-ცხოვრება შეისწავლეს და ქვის ხანის ადამიანთა ხელსაწყოები და საყოფაცხოვრებო ნივთები დაამზადეს.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და რაც მთავარია მთავარია გადმოსცეს ის აზრი და მიზანი რაც გაკვეთილი მოითხოვდა.
გაკვეთილის მიზანი იყო კი იყო მოსწავლეებს შეესწავლაც ქვის ხანის ადამიანთა საცხოვრებელი პირობები და ადამიანთა ევოლუციის პროცესები.
იხილეთ ფოტოები: