„ოქროს შემოდგომა“ - ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სანახაობა 
04-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი სანახაობით გააცილეს. 

22 ნოემბერს, სკოლაში ჩატარდა საზეიმო  ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“. 

ღონისძიებაში დაწყებითი  კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ზეიმს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები - ჯულიეტტა იორდანიანი, ნექტარ კარაპეტიანი, კატია პოღოსიანი და ალვარდ კარაპეტიანი.

პატარებმა წარმატებით წარმოაჩინეს ნიჭი და შესაძლებლობები, წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს,  იცეკვეს და შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს. 

ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ნორაირ აკოპიანი, რომელმაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203