ხიზაბავრისა და მირაშხანის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საინტერესო ერთობლივი პროექტი განახორციელეს 
04-12-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრისა და ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ და ერთობლივ ღონისძიებებსაც ახორციელებენ. 

ამჯერად, ხიზაბავრის საჯარო სკოლამ მირაშხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ორივე სკოლის მოსწავლეებმა, უცხო ენათა კათედრის თაოსნობით (კათერდის თავმჯდომარე - ანი წიკლაური), პროექტი - „ტურისტული სააგენტო: ხიზაბავრა-მირაშხანი“ განახორციელეს. 

მათ სასკოლო საზოგადოების წინაშე ინფორმაცია 6 ქვეყნის: საქართველოს, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთისა და საბერძნეთის შესახებ წარადგინეს. მოსწავლეებმა საკითხის შესახებ სხვადასხვა ენაზე ისაუბრეს. 

მათ ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის ღირშესანიშნაობებზე, გასტრონომიაზე, კულტურასა და ადგილებზე, რომელთა დათვალიერებასაც სხვებს ურჩევდნენ. ბოლოს, სახალისო ვიქტორინაც მოეწყო, რომლის თემაც იყო უცხო სიტყვათა წარმომავლობა და მათი ქართული მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ უცხო ენათა კათედრამ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადსცა. 

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203