ოჟიოს საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნეს
04-12-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან და სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. მე-3 კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთნენ. 

ღონისძიება პედაგოგ თინათინ ლეფსვერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203