ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ
04-12-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა და თვითშეგნებით გამოირჩევიან. 

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ. მათ საგანის - სამოქალაქო განათლების ფარგლებში, პედაგოგ ლიანა მურადაშვილის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს. 

დავალების თემა იყო - „უკიდურესი სეგრეგაციიდან ინკლუზიურ გარემომდე“. მოსწავლეებმა ცნობილი შშმ პირებისა და ქართველი პარაოლიმპიელების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203