ოჟიოს საჯარო სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს საინტერესო გამოფენით გამოეხმაურა 
04-12-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს სკოლა აქტიურად გამოეხმაურა. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე „არა ქალთა ძალადობას“ ნახატების გამოფენა მოაწყვეს და ძალადობა ერთხმად დაგმეს. 

აქტივობას პედაგოგი მთვარისა გელდიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 25 ნოემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203