გუბის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო მოსეშვილმა მძლეოსნობაში, სასკოლო სპორტულ ოლიმპადაზე წარმატებით იასპარეზა 
04-12-2024

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

3 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართულ სასკოლო სპორტული ოლიმპადაზე, მძლეოსნობაში, გოგონათა შორის ბირთვის კვრაში უბის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო მოსეშვილმა წარმატებით იაპარეზა და  მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.

ოლიმპიადაში, ასევე მონაწილეობდნენ სკოლის მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები.

სკოლაში ნინო მოსეშვილს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ნინოს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203