
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და ზოგადად, წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მკითხველთა კლუბი „აისი“ მოქმედებს. მისი წევრები კი, არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ.
ამჯერად, მათ წაკითხული ტექსტების მიხედვით, სასკოლო საზოგადოებას ილუსტრაციები წარუდგინეს, საინტერესოდ ისაუბრეს, კითხვებს უპასუხეს და ბოლოს, ბიბლიოთეკართან - იამზე აბულაძესთან ერთად, ნახატების გამოფენა მოაწყვეს.
თითოეულმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა და ის მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: