
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამით კი, მომავალი თაობის განვითარებას ხელს უწყობენ. ამჯერად, ქართულის მასწავლებლის - ანა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს. მისი თემა გახლდათ „ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს“.
მოსწავლეებმა თემატური ანდაზები დიდ ფორმატზე დაწერეს, საკუთარი აზრი გამოხატეს, ვრცლად ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მათ დრო ნაყოფიერად და შინაარსიანად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: