
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, ქართული ენის მასწავლებელმა - არმენუი პოდოსიანმა მე-5 კლასელებთან ერთად სახალხო დღესასწაული - „თბილისობა“ აღნიშნა.
მოსწავლეებმა ლამაზად გაფორმებულ ოთახში ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. ღონისძიებაში, მოსწავლეებთან ერთად, მუსიკის მასწავლებელი არეკნაზ მკრტჩიანი მონაწილეობდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მე-3 კლასის მოსწავლეებმა კინტოების როლი მოარგეს. ასევე, ლამაზი ცეკვით გამოვიდა მეოთხეკლასელი ვიკა სჩანიანი.
ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები ნათია ბლუაშვილი და ელმირა დარბინიანი ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: