ბენარის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა სახალისო აქტივობა სასწავლო თამაშების გამოყენებით 
04-12-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს მიმართავენ, მათ შორის მოსწავლეებში პოპულარობით სარგებლობს სასწავლო თამაშები.

ახლახან, ბენარის საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლეებმა - მარიამ გელაშვილმა, თამუნა გიგოლაშვილმა, მათე გაბრიჩიძემ, ბექა ხარაულმა, თორნიკე მსხვილიძემ და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა - ლია გიგოლაშვილმა ჩაატარეს სახალისო აქტივობა პროგრამა kahoot-ის გამოყენებით.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე ნასწავლი აქტივობები გამოიყენეს პრაქტიკაში და სამიზნე ჯგუფად ამოარჩიეს VI კლასის მოსწავლეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები და სხვადასხვა კლასისის მოსწავლეები. აქტივობა წარიმართა სახალისოდ. გამოვლინდნენ I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203