ძევრის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელმა - საბა ხეცაძემ საზოგადოებაში ქცევის წესებზე, ეტიკეტსა და ადამიანურ ღირებულებებზე საინტერესო ლექცია ჩაატარა
04-12-2024

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

აღსანიშნავია, რომ იქ მოტივირებული და ნიჭერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლე საბა ხეცაძემ არაჩვეულებრივი მოხსენება გამართა. მისი თემა იყო საზოგადოებაში ქცევა, ეტიკეტის დაცვა და ადამიანური ღირებულებები. მეოთხეკლასელმა საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა. მას პედაგოგი მარინე ბოგვერაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203