მოხისის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შაქშაქეთის დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება 
04-12-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შაქშაქეთის დაწყებით კლასებში დიდი ჟრიამული იყო. 

ამის მიზეზი კი მრავალფეროვანი შემოდგომის ზეიმი გახლდათ. მის მიმდინარეობაში პატარები პედაგოგების - მეგი კაპანაძისა და ლელა ელიაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ შემოდგომის მშვენიერებაზე ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. 

გარდა ამისა, მათ შემოქმედებითი ნომრებიც გამართეს. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203