ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო კამაპანიას საგანმანათლებლო ღონისძიებით შეუერთდნენ
03-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.

მარიამ გაბრიაძემ, ელენე ჩაფიძემ, ალექსი ტყემალაძემ, თამარ ყიფიანმა (დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი) მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც განიხილავდა ძალადობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, ამ პრობლემის გადაჭრაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას. მათ აგრეთვე წარმოადგინეს ძალადობის მსხვერპლი ქალების რეალური, თანამედროვე მაგალითები.

ამავე კლასის მოსწავლეებმა - ანამარია საღარეიშვილმა და ნინო კაკუშაძემ კლასების მიხედვით წარადგინეს ინფორმაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მათი ჩართვის სურვილის გაღვივებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203