შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა მურვანიძე მასშტაბურ ღონისძიებაზე წარმატებით წარდგა 
05-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

მათ შორის, მეცხრე კლასის მოსწავლე ბექა მურვანიძე ფოთის აკაკი ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. მან ლექსი მხატვრულად წაიკითხა, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203