„წმინდა გიორგი და საქართველო“ - ხიზაბავრის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება 
03-12-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში მნიშვნელოვანი დღესასწაულები და თარიღები ყოველთვის აღინიშნება.

ამჯერად, მე-6 კლასში (დამრიგებელი ლიანა დათაშვილი) გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, კლასის საათი ჩატარდა.

კლასის საათის ფარგლებში, სკოლაში თემით - „წმინდა გიორგი და საქართველო“ საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა წმინდანის ცხოვრების შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს მისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები (მუსიკის პედაგოგი თამარ მექოშვილი) შეასრულეს.

„მათი მონათხრობი კიდევ უფრო გაამდიდრა ისტორიის პედაგოგმა - გიორგი ქუქჩიშვილმა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე დასამახსოვრებელი, ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203