
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში იმყოფებოდნენ.
სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრას უძღვებოდა საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე დარინე სალდაძე.
შეხვედრის თემა ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები იყო.
„მრავალფეროვნად მიწოდებულ პრეზენტაციას საინტერესო დისკუსია მოჰყვა. მოსწავლეებმა თამამად დასვეს კითხვები და გააკეთეს აქცენტები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უფლებების ჭრილში“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე, თვითმმართველობის წევრებთან მუშაობის ფასილიტატორი- ზაირა ტყაბლაძე გახლავთ.
ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: