შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
06-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილია ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა სიამაყით აღნიშნეს, რომ განუზომელია ილია ჭავჭავძის ​ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და დამსწრე საზოგადოებას ილიას ამაგი შეგვახსენეს. მათ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. პატარებმა კი ილიას ლექსები წაიკითხეს. 

„მადლობა თითოეულს ამ დღის გალამაზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203