შავღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და დიდი სიხარულით დაწყებული ანბანის სწავლა
06-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით მოგზაურობენ. 

პატარების მოტივაციაზე პირველი მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი  ფატი პაიჭაძე ზრუნავს, რომელიც მოსწავლეებს სახალისო და საინტერესო აქტივობებსა და მრავალფეროვან სასწავლო რესურსს სთავაზობს. მეტად სახალისო იყო პირველი ასო-ბგერების გაცნობაც. 

პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ბავშვებს დღესასწაულად უქცია და საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა. 

პირველი საანბანო გაკვეთილის განწყობა და ემოციები პატარებს დღემდე მოჰყვებათ და ანბანს დიდი შემართებით სწავლობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203