„ილია ჭავჭავაძე - ქართული ენის რეფორმატორი“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია 
03-12-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითა და აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ. 

ამჯერად,  IX კლასის მოსწავლეები სასიქადულო მამულიშვილის კვირეულს შეუერთდნენ და წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია, თემაზე: „ილია ჭავჭავაძე - ქართული ენის რეფორმატორი“. 

მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს ილიას როლი ქართული ენის განვითარებაში, მის მიერ დამკვიდრებული სიტყვები და არქაულ ძეგლებად ქცეული ხმარებიდან ამოღებული ასოები.

როგორც სკოლაში აფასებენ, მრავალფეროვანი მასალის მოძიება-დამუშავება შრომატევადი და ნაყოფიერი გამოდგა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.

აღნიშნული პრეზენტაცია შთამბეჭდავი და საინტერესო იყო მსმენელთათვის და მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზა თავართქილაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203