
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა.
დაიგეგმა იმირის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა. მშენებლობის ბიუჯეტი 3 348 588 ლარს შეადგენს.
მოსწავლე-მასწავლებლებს ახარებთ, რომ სამომავლოდ ახალი შენობით ისარგებლებენ.
აღსანიშბავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. აშენდება 5 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა. ამ ეტაპისთვის 3 სკოლის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ორი სკოლის პროექტირება უახლოეს მომავალში დაიწყება.