ქიმიის გამოცდა მეთერმეტეკლასელების 94%-ზე მეტმა წარმატებით ჩააბარა
15-06-2018
დღეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გამოცდა ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 94%-ზე მეტმა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქიმიის გამოცდით მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 39 ათასამდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდა. სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებულია ჩააბარა/არ ჩააბარა (Pass/Fail) შეფასების სისტემა. გამოცდის დასრულების შემდეგ, ნაცვლად ქულისა, მოსწავლე მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს