
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მოსწავლეთა მამოტივირებელი და მათ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, პედაგოგ ხათუნა მანველიძის ხელმძღვანელობით, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „განძის მაძიებლები“ განახორციელეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, სხვადასხვა უნარი გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი მიიღწა და მოსწავლეებისთვის ეს დღე დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ფოტოები: