„ჩემი სამეგრელო“ - საინტერესო პროექტი შავღელეს საჯარო სკოლაში
03-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებას, რაც მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს.

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „ჩემი სამეგრელო“, რომელიც მოსწავლეთა დიდი ჩართულობით განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს კუთხეს - სამეგრელოს, ისაუბრეს მის ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე. 

მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა პროექტზე მუშაობა, ინტერესით გაეცნენ ახალ მასალას, აიმაღლეს ცნობიერება და მიღებული ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203