ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის „ჭკვიანი ძაღლები“ ვიდეორგოლით „გააცოცხლეს“ 
03-12-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

იქ, წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების - „ჭკვიანი ძაღლების“ მიხედვით ვიდეორგოლი მოამზადეს. მათ ის საკუთარი ნახატებით გაამრავალფეროვნეს და გაახმოვანეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შვეიცარიაში მყოფ ბერებს წერილი მისწერეს.

აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მაია აბულაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203