ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში აქტიური, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, მე-7ბ და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა Kings-ის მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს. მათ შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს.
მოსწავლეთა მასწავლებელი ირა შაქარიშვილი გახლავთ, რომელიც მათ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: