ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში, ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“
03-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეების მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა. 

მათ შორის, სკოლაში უცხოური ენების კვირეული მოეწყო. მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და Goldilocks and three bears-ის გმირები სცენაზე „გააცოცხლეს“. 

მათ პერსონაჟების როლები მოირგეს და სასკოლო საზოგადოება ზღაპრის სამყაროში ამოგზაურეს. აქტივობას პედაგიგი ნანა წაქაძე ხელმძღვანელობდა. 

„მადლობა უცხოური ენების კვირეულში ჩართულ მოსწავლეებს, ყველას, ვინც პოზიტივით უყურებდა ჩვენს საქმიანობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203