ნოქალაქევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები და მათ წიგნიერებაზე მზრუნველი ბიბლიოთეკარი
03-12-2024

ნოქალაქევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი, მაშა თოფურია, წიგნის საინტერესო და ფერად სამყაროში მოგზაურობისა და კარგ მკითხველებად ჩამოყალიბების მიზნით, მასპინძლობს ნორჩ მკითხველებს.

დაწყებითი კლასების (I-IV) მოსწავლეები ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან.

ბიბლიოთეკარი მოსწავლეებს მათთვის საინტერესო წიგნებს ურჩევს. ისინი ერთად კითხულობენ  და შემდეგ წაკითხულის გარშემო  მართავენ დისკუსიას, რომელშიც აღსაზრდელები დიდი ინტერესითა და სიხარულით ერთვებიან.

ბიბლიოთეკაში აღსაზრდელებს საოცრად თბილი და პოზიტიური გარემო ხვდებათ, რაც მათ შთაბეჭდლებებზეც აისახა. ისინი ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები არიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203