
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის და VIIა კლასის დამრიგებლის ქრისტინე ღაზარიანის გადაწყვეტილებით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „შემოდგომა ჩემი მუზაა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო სილამაზის, ფერის წარმოჩენა და შემოდგომის საიდუმლოს ჩაწვდომა.
მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებით წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა და წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს.
იხილეთ ფოტოები: