
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წელიწადის დროები შეისწავლეს და ნათლად გაიაზრეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
პირველი კლასის მასწავლებელმა - რუსუდან ეფსიამ საშემოდგომო ზეიმი ჩაატარა.
პედაგოგმა მოსწავლეები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართო, ბავშვებმა თეატრალური მინი წარმოდგენაც გაითამაშეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: