
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად, სკოლაში მე-8 კლასელი მოკრივის - გიორგი გაფრინდაშვილის საერთაშორისო წარმატებას აღნიშნავენ.
23-25 ნოემბერს ლატვიაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კრივში - „სალდუს თასი 2024“, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმაც. ქართველმა მოკრივეებმა 6 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს!
გამარჯვებულთა შორისაა ჭიათურის N2 სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლე გიორგი გაფრინდაშვილი, რომელმაც თავის წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში ლატვიელი მეტოქე დაამარცხა და პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.
მოსწავლეს სკოლაში წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ულოცავს გიორგის ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ დიდ და მნიშვნელოვან ტურნირებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: